top of page

მეღვინეობის შესახებ

ჩვენი ღვინოები ახდენილი ოცნების მსგავსია. ჩვენი დამფუძნებლის, მიხეილ ცაბაძის ოცნება იყო არაჩვეულებრივი ღვინოების წარმოება. ჩვენს ვენახში მოწეული ყურძნის ხარისხისა და არომატის წყალობით, ჩვენი მეღვინეობა სპეციალიზირებულია პრემიუმ კლასის ღვინოების წარმოებაში, რომელიც წარმოაჩენს ქართული ღვინის ღირსშესანიშნავ ხარისხს. 

 

ჩვენი მეღვინეობა მდებარეობს საქართველოში, თბილისთან ახლოს. სოფელ ნაფეტვრებში. ზღვის დონიდან 995 მეტრზე. ეს გარემოება ქმნის მეტად ხელსაყრელ პირობებს ღვინის დაყენებისა და შესანახად. სწორედ ამიტომ ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და შეუდარებელი გემოთი.

 

მარნიდან იშლება ულამაზესი ხედები თბილისსა და მთებზე. მდებარეობა ძალიან ახლოს არის ქალაქ თბილისთან და მისი მონახულება ძალიან მარტივია.

 

ჩვენი ლამაზად მოწყობილი სადეგუსტაციო სივრცე ღიაა საზოგადოებისთვის და ჩვენი მეგობრული და მცოდნე პერსონალი სიამოვნებით დაგეხმარებათ აირჩიოთ ერთი ან რამოდენიმე ბოთლი თქვენი საყვარელი ღვინის სახლში წასაღებად.

გაიცანით ჩვენი გუნდი

ვინ ვართ

ჩვენ  ვართ დიდი გამოცდილების მქონე ღვინის ექსპერტები. ყურძნის კრეფიდან ღვინის ჩამოსხმამდე, ჩვენი პროფესიონალთა გუნდი მოწოდებულია გამოავლინოს ბუნებაში არსებული საუკეთესო გემოები და გადააქციოს ისინი კარგ ღვინოდ ჩვენი სტუმრებისთვის. შეიტყვეთ მეტი ჩვენი ერთგული პერსონალის შესახებ და  დაგვიკავშირდით ნებისმიერი შეკითხვით ჩვენს პროდუქტებთან და სერვისებთან დაკავშირებით.

mikheil tsabadze- smartnet_edited_edited

მიხეილ ცაბაძე

დამფუძნებელი, მეღვინე, დისტილერი, ღვინის დეგუსტატორი

მიხეილ ცაბაძეს Wine Gulian-ში ცოდნა და პროფესიონალიზმი მოაქვს. როგორც ჩვენი ექსპერტი მეღვინე, ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი შესანიშნავი ღვინის ხარისხი მიხეილ ცაბაძეზეა დამოკიდებული.

დაკავშირება
tetiana Tsabadze.png

ტეტიანა ცაბაძე

სადეგსუტაციო სივრცის მენეჯერი, მეღვინე, ღვინის დეგუსტატორი

ტეტიანა პროფესიონალი მეღვინე და დეგუსტატორია. იგი გამოირჩევა ღვინის გემოსა და არომატის ამოცნობის სიზუსტით. ღვინის არცერთი დაავადება და დეფექტი მას არ გამორჩება. ტეტიანას შეუძლია ზუსტად აღწეროს და გადმოსცეს ინფორმაცია ღვინის შესახებ

Contact Me
bottom of page